Accessibility links

site logo site logo

დავით ჭიჭინაძემ დატოვა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“


დავით ჭიჭინაძე

დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა. ფრაქციის დატოვების მიზნით განცხადებით უკვე მიმართა პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს.

დავით ჭიჭინაძის „პატრიოტთა ალიანსიდან“ გასვლის შემდეგ ფრაქციას დაშლა ემუქრება. ფრაქციის არსებობისთვის საჭირო 6-ის ნაცვლად, მის შემადგენლობაში 5 დეპუტატი რჩება. სხვა დეპუტატის წარსადგენად ფრაქციას ერთი კვირის ვადა აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG