Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცნობია, რაზე ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ წევრებმა შეხვედრაზე


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში პარტიის ლიდერისა და „ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა. ბიზნესცენტრი პარტიის წევრებმა კომენტარების გარეშე დატოვეს, ამიტომ მედიისთვის უცნობი დარჩა, კონკრეტულად რა საკითხებს შეეხებოდა დღევანდელი კონსულტაციები.

შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში თითქმის ხუთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები რომან კაკულია და ზვიად ძიძიგური, პარტიის პიარკონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG