Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანი: ოკუპირებულ რეგიონებში ვითარება დღითიდღე უარესდება


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიაზე.

ზალკალიანის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უმძიმესი ვითარებაა და ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაზე, უკანონოდ დაკავებასა და გატაცებაზე, ადამიანის უფლებების ეთნიკურად მოტივირებულ დარღვევებზე, მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და თავისუფლად გადაადგილების და საკუთრების უფლებების ხელყოფაზე.

„საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონოდ აღმართული მავთულხლართები და სხვა ხელოვნური დაბრკოლებები ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება” - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მან ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დასაცავად გაეროს საბჭოს როლს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევაში შეხვედრები გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, კოლი სეკთან და უმაღლეს კომისართან ლტოლვილთა საკითხებში, ფილიპო გრანდისთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG