Accessibility links

site logo site logo

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ირანში გამართა მოლაპარაკებები


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი ირანში შეხვდა ქვეყნის უზენაეს სასულიერო ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის. იუწყებიან, რომ ასადმა, რომელიც სირიის რვაწლიანი სამოქალაქო ომის გამო, მანამდე მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს არის შენახვედრი, მადლობა გადაუხადა ირანის ლიდერს სამოქალაქო ომში თეირანის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, მხარეებმა გამოთქვეს „კმაყოფილება ორ ქვეყანას შორის ყველა სფეროში არსებული სტრატეგიული პარტნიორობით“. სირიისა და ირანის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებებმა გამოაქვეყნეს ფოტოები, რომელზეც ბაშარ ასადის შეხვედრაა ასახული ირანის სასულიერო ლიდერთან და ქვეყნის პრეზიდენტ ჰასან როჰანისთან.

ირანამდე სირიის პრეზიდენტი ორჯერ იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით საზღვარგარეთ და ორივეჯერ რუსეთში.

სირიაში მიმდინარე რვაწლიან სამოქალაქო ომში 400 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მილიონობით დევნილად იქცა, განადგურდა არაერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG