Accessibility links

site logo site logo

სასამართლომ დანაშავედ ცნო გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებული


გივი თარგამაძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა პარლამენტის ყოფილი წევრის, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმეზე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ დ.ხ-ს.

ბრალდებულს განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, რადგან დ.ხ. დღემდე იძებნება.

სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდებულმა გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად დაგეგმა და ორგანიზება გაუწია გივი თარგამაძის განზრახ მოკვლის მიზნით მასზე თავდასხმას და თანამზრახველთან ერთად პარლამენტარის ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ხალხმრავალ ადგილას მოქმედებაში მოიყვანა.

2016 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდნენ ავტომქანაში მყოფი გივი თარგამაძე, მისი მძღოლი და რამდენიმე გამვლელი.

დანაშაულის მოტივის, სავარაუდო დამკვეთის და სხვა მონაწილეების შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG