Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე: "თიბისის" მსგავსი საკითხის ღიად განხილვის პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მსოფლიოში არ არსებობს პრაქტიკა, როცა „თიბისი ბანკის“ მსგავს საკითხს რეგულატორი, შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტი, ან კერძო პირები ერთად, ღია ფორმატით, მათ შორის საკომიტეტო მოსმენაზე განიხილავენ.

„იმიტომ, რომ ეს დამანგრეველია ფინანსური სექტორისათვის, დამაზიანებელია ეროვნული ბანკისთვის, კონფიდენციალობის პრინციპში არ ჯდება და არ ჯდება იმ პრინციპებში, რომლითაც ზოგადად, ხელმძღვანელობს რეგულატორი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. მდინარაძის თქმით, მოსაფიქრებელია სხვა ფორმატი.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დეპუტატებს მიმართა, პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და არ იფიქრონ მხოლოდ პოლიტიკურ ქულებსა და პოლიტიკურ ინტერესებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG