Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე: "კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას"


მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე

"ჩვენ ვართ ბიზნესმენები და არანაირი პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის ჩვენ, ასე ვთქვათ, არ გვჭირდება არც ერთი ტრიბუნა. ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ გვეთქვა სიმართლე, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად გავაჟღერეთ განცხადებების სახით.“- აღნიშნა "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ. მან განაცხადა, რომ უმცირესობიდან და უმრავლესობიდან პარლამენტში მიწვევას დათანხმდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც „ქართველ ხალხს, საზოგადოებას, დეპუტატებს“ობიექტური ინფორმაციის მოსმენის საშუალება მიეცემოდათ, პარლამენტია.

მამუკა ხაზარაძე არ ეთანხმება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო კომიტეტზე მსჯელობას შესაძლოა ზიანი მიეყენებინა "თიბისი ბანკისთვის". მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ საკითხი გასცდა კერძო ბიზნესმენებსა და ბანკს და ქვეყნის სტაბილურობასა და რეპუტაციას ეხება:

თუ თქვენ მოიკითხავთ მსოფლიოს ნებისმიერ სააგენტოში, რა ინფორმაცია გადის დღეს საქართველოზე, ჩვენ უკვე ასოცირებულები ვხდებით რაღაც ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ აბსურდულ ბრალდებებთან. მე ბოლო ერთი თვის განმავლობაში მაქვს შეხვედრები თითქმის ყველა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან და ეს არის ნომერი პირველი სალაპარაკო თემა. საწუხაროა, რომ უკვე კომენტარებია, რომ საქართველო მიდის სხვა მიმართულებით. ეს არის ძალიან ცუდი მოსასმენი“,- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. მან წუხილი გამოთქვა, რომ საკომიტეტო სხდომამ ვერ განიხილა თიბისი ბანკის საკითხი.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ვერ შეძლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის და „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის მონაწილეობით განეხილა „თიბისი ბანკის“ გარშემო ბოლო ხანს განვითარებული პროცესები.

კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ, საპროცედურო საკითხებზე დეპუტატების თითქმის ერთსაათიანი კამათის შემდეგ, სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG