Accessibility links

site logo site logo

ოპოზიცია ანაკლიის პორტის საკითხის საგანგებო განხილვას მოითხოვს


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილმა ანაკლიის პორტის საკითხზე საგარეო კომიტეტის სხდომის ჩატარება მოითხოვა.

„ჩვენ დავინახეთ, რომ „თიბისი ბანკის“ საქმე არ არის რეალურად კერძო დავა. როგორც ჩანს, ყველა გზა სწორედ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლის ან მისი დაპატრონების მცდელობისკენ მიდის", - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

მისი სიტყვებით, ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები მიუთითებს იმაზე, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ჩაშლის საფრთხის წინაშე დგას და რომ პორტის არსებობა-არარსებობა რეგიონში რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს უკავშირდება.

"საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება, ზუსტად გაიგოს პასუხი ყველა შეკითხვაზე, რომელიც ამ პროექტის ჩაშლის მცდელობას უკავშირდება“, - თქვა მან.

სალომე სამადაშვილი მოითხოვს, რომ სხდომას დაესწრონ როგორც შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, ასევე ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG