Accessibility links

site logo site logo

თორნიკე მამალაძე: დეკანოზ მამალაძის ოჯახი შანტაჟის ენით არ ვსაუბრობთ


თორნიკე მამალაძე

ჩვენ არ ვსაუბრობთ შანტაჟის ენით და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების საპატრიარქოსთან დგომა არ ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას - უთხრა რადიო თავისუფლებას "ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებული დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას მან განაცხადა, რომ ეს პირველ რიგში კარგად იციან თავად საპატრიარქოში.

კითხვაზე დააკმაყოფილებს თუ არა გიორგი მამალაძე საპატრიარქოს მოთხოვნას და გაასაჯაროებს თუ არა მღვდელმთავრებისთვის გაგზავნილ წერილს, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ წერილის ასლი მის ძმას არ აქვს:

„ჩემი ძმა არის პარალიზებული, მას არა აქვს ეს წერილი, ამ წერილში რა წერია მე არ ვიცი, ეს წერილი გაუგზავნა ეპისკოპოსებს და როგორც ვიცი, მას ასლი არა აქვს დატოვებული“,- გვითხრა თორნიკე მამალაძემ. იგი ამბობს, რომ თუკი მღვდელმთავრები, რომლებმაც მიიღეს წერილი, მის გასაჯაროებას მიზანშეწონილად მიიჩნევენ, გაასაჯაროონ.

ჩვენ ყველამ კარგად მოვისმინეთ იმ ადრესატებისგან, ვინც წერილი მიიღო, რომ სინოდზე უნდა განვიხილოთ ეს საკითხიო, რადგან ეს არ არის საზოგადოდ განსახილველიო. აქედან გამომდინარე, თუკი მარტო წმინდა სინოდზეა განსახილველი,განცხადების ავტორები თვითონ ცდილობენ ეკლესიას მიაყენონ ზიანი, თუკი ეს წერილი გასაჯაროვდება.“- ამბობს თორნიკე მამალაძე და კომენტარს აკეთებს ასევე საპატრიარქოს განცხადების იმ ნაწილზეც, რომელიც საქმის საგამოძიებო მასალების გამოქვეყნების საკითხს შეეხება:

როდესაც იხურებოდა სასამართლო სხდომები, ჩვენ ვიძახდით, რომ ის არ უნდა ყოფილიყო დახურული. დეკანოზს დასამალი არც პირად ცხოვრებაში და არც დანაშაულში, რასაც ედავებოდნენ, არ აქვს. მას უნდოდა, რომ საზოგადოებას სცოდნოდა ამის შესახებ, თუმცა სასამართლო დახურეს. იმ დროს საქართველოს საპატრიარქოს ხმა არ ამოუღია და ხელი არ შეუშლია სასამართლოს დახურვისთვის. ახლა, როცა ვიცით,რომ მოსთხოვეს სასამართლოს საქმის მასალები და მაგრამ მან არ გადასა, გასაჯაროებას ითხოვენ, რადგან თვითონ დარწმუნებულები არიან, რომ არ გასაჯაროვდება.“-განაცხადა თორნიკე მამალაძემ. იგი აღნიშნავს, რომ საპატრიარქო ვერასდროს მიიღებს გიორგი მამალაძისგან შეწყალებისთვის მონანიებას იმ დანაშაულში, რასაც პროკურატურა ედავება. „უდანაშაულოა და არასდროს აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია“-ამბობს თორნიკე მამალაძე.

საქართველოს საპატრიარქომ 26 თებერვალს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კომპეტენტურ ორგანოებს მიმართა, გამონაკლისის სახით დაუშვან დეკანოზ გიორგი მამალაძის გამოძიების საქმის მასალების გასაჯაროება. საპატრიარქოს განცხადების საპასუხოდ, საქართველოს გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ არ აპირებს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის გამოძიების დეტალების გასაჯაროებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG