Accessibility links

site logo site logo

ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს შეხვდება


დღეს პრაღაში გაიმართება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა.

ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, განიხილავენ სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ საკითხებს. ისაუბრებენ საბაჟო მონიტორინგის შესახებ საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს ხელმოწერილ შეთანხმებაზეც, რომლის შესრულება შვეიცარიული მხარის შუამავლობით უნდა დაიწყოს.

აბაშიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფორმატი არ ითვალისწინებს, აუცილებლად ისაუბრებს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზთან ადამიანის უფლებების დარღვევაზე, მათ შორის მოქალაქეთა გადაადგილების კიდევ უფრო შეზღუდვის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG