Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილი საჭიროდ მიიჩნევს აზარბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულებას


სალომე ზურაბიშვილი და ილჰამ ალიევი

საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დასრულდეს ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი.

„ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ უნდა მივცეთ საზღვრის სადელიმიტაციო კომისიას მითითება, რომ განაახლოს მუშაობა, მივიყვანოთ ბოლომდე და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი“ - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ბაქოში, ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს უნდა იყოს არა გამიჯვნის, არამედ გამაერთიანებელი საზღვარი. "მაგრამ ნორმალური არის, რომ გამომდინარე ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან ეს საკითხი ბოლოს და ბოლოს დასრულდეს ამდენი წლის შემდეგ" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი 20 წელზე მეტია მიმდინარეობს. სპეციალური სამთავრობო კომისიის მიერ საზღვარი თითქმის მთლიანად დადგენილია, თუმცა, სადავოდ რჩება ნაწილი იმ ტერიტორიისა, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ერისიმედი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG