Accessibility links

site logo site logo

ტრამპი: კოენი ცრუობს პატიმრობის ვადის შესამცირებლად


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტვიტერით აცხადებს, რომ მისი ყოფილი პირადი ადვოკატი, მაიკლ კოენი "ცრუობს, რათა პატიმრობის ვადა შეიმციროს".

მანამდე გავრცელდა ცნობები, რომ კოენი აპირებს 27 თებერვალს კონგრესს უთხრას, რომ ტრამპმა წინასწარ იცოდა - ელექტრონული წერილების გაჟონვა დააზიანებდა მისი მეტოქის, ჰილარი კლინტონის შანსებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

აღიარების ტექსტზე დაყრდნობით, მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ კოენი აპირებს წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს აცნობოს - ტრამპი ხელმძღვანელობდა მოსკოვში უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებას საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ აცხადებდა, თითქოს რუსეთში ბიზნესინტერესები არ ჰქონდა.

აღიარების ტექსტში კოენი ტრამპს უწოდებს "რასისტს", "თვალთმაქცს" და ამბობს, რომ დოკუმენტებით გაამყარებს თავის ნათქვამს პრეზიდენტის შესახებ, წერს მედია.

კოენმა - რომელიც ერთ დროს პრეზიდენტის ერთგულებას აცხადებდა და ამბობდა, რომ ტრამპის გულისთვის ტყვიას არ შეუშინდებოდა, თავი დამნაშავედ აღიარა ფედერალური საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევაში, მათ შორის "გაჩუმების თანხების" გადახდაში ორი ქალისთვის, რომლებიც აცხადებენ, რომ ტრამპთან ინტიმური კავშირი ჰქონდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG