Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა ხანძარს კაიროს ცენტრალურ სადგურზე


ეგვიპტიდან ვრცელდება ცნობები, რომ სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა კაიროს ცენტრალურ სადგურზე გაჩენილი ხანძრის შედეგად.

იუწყებიან, რომ ხანძარი მაშინ გაჩნდა, როცა მატარებელი პლატფორმაზე ჩამოდგა. დაუდასტურებელი ცნობებით, ხანძარი გამოიწვია საწვავის ტანკერის აფეთქებამ.

კაიროს სადგურის საავადმყოფოს დირექტორის, მოჰამად საიდის თქმით, მსხვერპლის რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება. სადგურთან მისულია ათობით სახანძრო და სამედიცინო დახმარების მანქანა. ეგვიპტის გენერალურმა პროკურატურამ გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG