Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრალი დაუმძიმდა სანზონაში გარდაცვლილი ბავშვის დედას


სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგოს დედას, ლელა ქსოვრელს, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ბრალი დაუმძიმდა. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ლელა ქსოვრელის ადვოკატმა ნინო ტაბატაძემ. მისი თქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაცვის მხარესაც ჩაბარდა.

ლელა ქსოვრელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაუმძიმდა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

პროკურატურის თანახმად, სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედამ თავის არეში ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა.

4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 22 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში, 22 იანვარსვე დააკავეს ბავშვის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.

წინასასამართლო სხდომა 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე 7 მარტს დაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG