Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირზე მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა


ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მეორე შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. მსოფლიოს რეიტინგში მე-19 ადგილზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა რუსი კარენ ხაჩანოვის ძლევის შემდეგ, შეჯიბრება მოქმედი ჩემპიონის - ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტის გარეშე დატოვა.

სამსეტიანი შეხვედრის პირველი სეტის ბედი ტაიბრეიკით გადაწყდა, მსოფლიოს მე-18 ჩოგან ბაუტისტა აგუტის სასარგებლოდ (7:6). შემდეგ ბასილაშვილმა ჯერ 6:4 აჯობა მეტოქეს, ხოლო გადამწყვეტ სეტში - 6:3.

მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ხორვატი ბორნა ჩორიჩისა და ჩეხი ტომაშ ბერდიხის წყვილში გამარჯვებული იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG