Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა


კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დასრულდა დედაქალაქის მერიისა და "სიტი ინსტიტუტის" ერთობლივი მუშაობა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე. შესწორებულ დოკუმენტს დედაქალაქის მერია განხილვისა და დამტკიცებისათვის დღესვე გადაუგზავნის თბილისის საკრებულოს.

ძალიან შრომატევადი სამუშაო გაიწია "სიტი ინსტიტუტთან" ერთად, ჩავრთეთ საერთაშორისო ექსპერტები. ძალიან დაგვეხმარნენ ადგილობრივი საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციები მაქვს მხედველობაში. და ერთიანი ძალისხმევით შევძელით ის, რომ მივიღეთ მართლაც საუკეთესო დოკუმენტი. ამ დოკუმენტით შესაძლებელია თბილისის გრძელვადიანი, სწორი განვითარება,“- განაცხადა თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG