Accessibility links

site logo site logo

ტრამპი: აშშ-ის სანქციები იყო საკითხი, რომლის გამოც ვერ მოხდა შეთანხმება კიმ ჩენ ინთან


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სანქციებს ასახელებს სადავო საკითხად, რომლის გამოც ვერ მოხდა შეთანხმება ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან.

ამის შესახებ ტრამპმა უთხრა ჟურნალისტებს ჰანოიში, სადაც 28 თებერვალს შეთანხმების გარეშე დასრულდა მისი და კიმ ჩენ ინის ორდღიანი სამიტი. შეხვედრის მთავარი თემა იყო ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაცია.

„პრინციპში, მათ სურდათ სანქციების მთლიანად გაუქმება და ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით“, დასძინა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, კიმ ჩენ ინი მას დაჰპირდა, რომ ფხენიანი კვლავაც თავს შეიკავებს ბირთვული და რაკეტების გამოცდების ჩატარებისაგან.

28 თებერვალს უფრო ადრე, ტრამპი და კიმი ჰანოიში სამიტის ადგილიდან ცალ-ცალკე კორტეჟებით გაემგზავრნენ გეგმაზე უფრო ადრე და გაუქმდა ერთობლივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია.

არადა, ჰანოის სასტუმრო „მეტროპოლში“ ტრამპთან შეხვედრის მეორე დღის დაწყებამდე, კიმ ჩენ ინმა განაცხადა: ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კარგი შედეგები იქნებაო.

ორი ლიდერის პირველ, ისტორიულ შეხვედრას 2018 წლის ივნისში უმასპინძლა სინგაპურმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG