Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინას აკრიტიკებენ უკანონო გამდიდრებისათვის სასჯელის გაუქმებაზე მიღებული გადაწყვეტილების გამო


არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „უკრაინაში ევროკავშირის ანტიკორუფციული ინიციატივა“ აკრიტიკებენ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონო გამდიდრებისათვის სასჯელის გაუქმების შესახებ.

საკონსტიტუციო სასამართლომ ძირითად კონონთან შეუსაბამოდ მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი უკანონო გამდიდრების შესახებ.

კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტები ეჭვქვეშ აყენებენ სასამართლოს დასკვნას, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და რომ ეჭვმიტანილს და არა ბრალდების მხარეს ევალება აქტივების წარმომავლობის კანონიერების დამტკიცება.

„ანტიკორუფციულ ინიციატივასა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ შიშობენ, რომ მუხლის გაუქმებას მოჰყვება ოფიციალური პირების დაუსჯელობა და შესაძლო პრობლემები ევროკავშირთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან უკრაინის ერთობლივი პროგრამებისათვის.

ამასობაში, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პირობა დადო, რომ პარლამენტში შეიტანს კანონპროექტს უკანონო გამდიდრების შესახებ მუხლის ახალი რედაქციით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა შენიშვნის გათვალისწინებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG