Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ში არ ამბობენ, რომელმა დეპუტატმა როდის მიმართა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს მიღებისას


პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ 5 დეპუტატისთვის გაგზავნილი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ფაილის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან შეეცადა.

გვაინტერესებდა, თუ მიმართეს პოლიციას დეპუტატებმა, რა თანმიმდევრობით შეატყობინეს მათ პოლიციას, რომ მიიღეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა და ვისთან როდის მივიდა სამართალდამცველები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ყველა დეპუტატმა აცნობა პოლიციას წერილის მიღებისას და არც ერთ მათგანს ვიდეო სამართალდამცველების გარეშე არ უნახავს.

"მიმდინარე წლის 27 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ სამსახურეობრივ მეილზე მიიღეს შეტყობინება სავარაუდო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ, რომელიც არ ჩამოუტვირთავთ და არ გაუხსნიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართვისთანავე მოახდინა მყისიერი რეაგირება. ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჩამოტვირთეს ვიდეო ფაილი, გახსნეს და დაადგინეს, რომ კადრები არ შეიცავდა პირადი ცხოვრების ამსახველ მონაცემს და იყო ფრაგმენტი ერთ-ერთი ფილმიდან."

ზურაბ ჯაფარიძემ მეილი გაუგზავნა 26 თებერვალს 5 დეპუტატს, რომელიც შეირჩა მათი განცხადებების მიხედვით, რაც გააკეთეს პირადი ცხოვრების სოციალური ქსელის მესენჯერში მიმღები პირების მკაცრად დასჯის შესახებ. ვიდეოს ადრესატები იყვნენ არჩილ თალაკვაძე, სოფო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG