Accessibility links

site logo site logo

პაკისტანი დატყვევებულ ინდოელ მფრინავს გაუშვებს დაძაბულობის განსამუხტად


პაკისტანის მიერ დატყვევებული ინდოელი მფრინავი.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, იმრან ხანმა განახადა, რომ ისლამაბადი გაათავისუფლებს ინდოელ პილოტს, რომელიც პაკისტანის უშიშროების ძალებმა დაატყვევეს მისი თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ქაშმირის რეგინში.

ინციდენტი მოხდა 27 თებერვალს ორ ატომურ სახელმწიფოს შორის სადავო რეგიონში.

ხანმა თქვა 28 თებერვალს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, რომ დაკავებულ მფრინავს გაუშვებენ პირველ მარტს და ეს იქნება „მშვიდობის ჟესტი“.

ნიუ დელიში სიტყვით გამოვიდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი მას მერე, რაც ორივე ქვეყანა აცხადებს, რომ ერთმანეთის თვითმფრინავები ჩამოაგდეს ქაშმირში, რომელიც გაყოფილია ინდოეთსა და პაკისტანს შორის. მისი თქმით, ინდოელები ერთად უნდა დადგნენ როგორც „კლდე“ მტრის წინაშე, როცა ის ინდოეთის დესტაბილიზებას ცდილობს.

პაკიტანის და ინდოეთის ლიდერების გამოსვლა მოჰყვა აშშ--ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნათქვამს, რომ ვაშინგტონი შუამავლობს ორ სახელმწიფოს შორის კრიზისის მოგვარების მიზნით, და რომ ის მოელის გონივრულ თავშეკავებულ ახალ ამბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG