Accessibility links

site logo site logo

სასამართლომ სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ სცნო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ოფიცერი


რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის საოლქო სამხედრო ტრიბუნალმა ღალატში დამნაშავედ სცნო შავი ზღვის საზღვაო ფლოტის მაიორი, დმიტრი დოლგოპოლოვი და ყირიმში მცხოვრები ანა სუხონოსოვა. სუხონოსოვას რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური დოლგოპოლოვის თანამეცხოვრედ მოიხსენიებს.

ცნობას ავრცელებს ინტერფაქსი, ეფ-ეს-ბეს პრესამსახურზე დაყრდნობით. დოლგოპოლოვი დამნაშავედ სცნეს უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. დოლგოპოლოვს 10 წლით, ხოლო სუხონოსოვას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გამოძიების დასკვნით, სუხონოსოვო გადაიბირა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ და მან კი თანამშრომლობაზე დაიყოლია დოლგოპოლოვი, რომელიც იძლეოდა რუსეთისშავი ზღვისფლოტის თაობაზე ინფორმაციას.

„ნოვაია გაზეთა“ იტყობინებოდა უკრაინის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით,დოლგოპოლოვიადრე უკრაინის საზღვაო ფლოტში მსახურობდა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის ფლოტში გადავიდა. რის გამოც მას უკრაინაშიც სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG