Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია მსჯავრდებულ დეკანოზს გიორგი მამალაძეს ხვდება


ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში ხვდება დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

საპატიმროში შესვლამდე ხოშტარიამ თქვა, რომ დეკანოზი უსამართლობის მსხვერლია.

„პირველ რიგში, გიორგი მამალაძეს და მის ოჯახს აღვუთქვი გვერდში დგომა ამ კრიზისის დროს. ჩვენ არც ერთი ადეკვატური პასუხი არ მიგვიღია და მეტიც, რასაც ვისმენთ, ეს შანტაჟის და ტყვეობის სახეს იძენს“ - უთხრა ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ.

დეპუტატის თქმით, არანაირი პოლიტიკური მიზნები არ ამოძრავებს და უბრალოდ სურს მოინახულოს და თანადგომას დაპირდეს ადამიანს, რომლის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა

ელენე ხოშტარიას შეფასებით, გიორგი მამალაძის საქმის შესახებ საპატრიარქოს პოზიცია და განცხადებები, ფაქტობრივად, შანტაჟია. „რას ნიშნავს, თუ ამას იტყვის, შევიწყალებ? ჩემი საქმე არ არის საპატრიარქო როგორ მოქმედებს, მაგრამ ეს ადამიანურადაც არ არის გამართლებული“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG