Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე ანტონი: „ჩვენ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომ დეკანოზი იქნება შეწყალებული“


მეუფე ანტონი
მეუფე ანტონი

"საპატრიარქო ყველაფრისთვის არის მზად, რომ ნაბიჯი გადადგას შეწყალების მოთხოვნისთვის,“- განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ.

მეუფე ანტონი ამბობს, რომ დროა, ამ საკითხის გარშემო მითქმა-მოთქმა და სპეკულაციები დასრულდეს:

„საკითხი, მივიჩნევ, რომ აუცილებლად უნდა განვიხილოთ შიგნით. ჩვენ ამის რესურსიც გვაქვს და შესაძლებლობაც და ძალაც. ეს საკითხი, თუნდაც იმისთვის უნდა განვიხილოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს თემის ირგვლივ მითქმა-მოთქმა და სპეკულაციები.

ეს არის შიდა საკითხები, რომელსაც ეკლესია განიხილავს. საპატრიარქო ყველაფრისთვის არის მზად, რომ ნაბიჯი გადადგას შეწყალების მოთხოვნისთვის.

დეკანოზის პოზიცია არის ჯანსაღი. თქვენც იხილავთ მალე, რომ ჩვენ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომ დეკანოზი იქნება შეწყალებული და მოთხოვნა გაკეთდება. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს. დანარჩენს თქვენ იხილავთ. მსჯავრდებული თავად იტყვის დანარჩენ ყველაფერს.“

მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას დეკანოზი უდანაშაულოდ, ხოლო პატრიარქის პოზიცია დადებითად მიაჩნია. „ის, რომ საპატრიარქომ უთხრა უარი შეწყალებაზე, იყო არასწორი ინტერპრეტაცია. რა პასუხიც მამალაძისგან მივიღე, ამაზე შიგნით ვიმსჯელებთ.“- აღნიშნა მეუფე ანტონმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG