Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში აღნიშნავენ სისხლიანი რეპრესიების 11-ე წლისთავს


სომხეთში იხსენებენ 2008 წლის მოვლენებს, როდესაც საპროტესტო აქციის ძალით გამოყენებით დაშლის მცდელობას 8 დემონსტრანტი და ორი პოლიციელი შეეწირა. 11 წლის წინ ანტისამთავრობო გამოსვლები მოჰყვა ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის უახლოესი თანამებრძოლის, სერჟ სარგსიანი პრეზიდენტად არჩევას, რაც ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მტკიცებით მასობრივი გაყალბებით მოხდა.

პარლამენტისადმი მიმართვაში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით განაცხადა, რომ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სამშვიდობო დემონსტრაციის წინააღმდეგ გამოიყენა „სასიკვდილო ძალა“.

ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს მსვლელობაში, რომელიც დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დღეს საღამოს გაიმართება ერევნის ცენტრში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG