Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიგარქ ევგენი პრიგოჟინის ბიზნესსტრუქტურებმა კვლავ მიიღეს მსხვილი კონტრაქტები


ევგენი პრიგოჟინი
ევგენი პრიგოჟინი

სტრუქტურებმა, რომლებიც დაკავშირებული არიან ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან 2019 წელს მიიღეს ახალი, სულ მცირე 10 მილიარდი რუსული რუბლის მოცულობის კონტრაქტები. ამის შესახებ გამოცემა „The Bell“-ი იუწყება სახელმწიფო შესყიდვების სერვის "СПАРК-Интерфакс“-ზე დაყრდნობით.

მათ შორის არის 13 იურიდიული პირი, რომელთაგან ზოგიერთი, მაგალითად „კონკორდი“ და „კონკორდ მ“-ი პირდაპირ ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი თერთმეტი კი სხვადასხვაგვარად არის დაკავშირებული კრემლთან დაახლოებულ პრიგოჟინთან.

ამ ინფორმაციის ფონია, 28 თებერვალს დაწყებული გამოძიება მოსკოვის სკოლებში დიზენტერიით ბავშვების მასობრივი დაავადების შესახებ.მოსკოვის სკოლებს კვების პროდუქტებით ამარაგებდნენ კომპანიები „ვიტო 1“ და კომბინატი „კონკორდი“, რომელიც ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის.

ევგენი პრიგოჟინის სახელს უკავშირდება სირიაში მოქმედი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რომლის მებრძოლები რამდენჯერმე აღმოჩნდნენ აშშ-ის ავიაციის დარტყმის ქვეშ.

იანვრის დასაწყისში ევგენის პრიგოჟინის სახელი კიდევ ერთი გახმაურებული საქმის გარშემო მოექცა მსოფლიო მედიის ყურადრების ცენტრში.

ბიზნესმენმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ და მის მიერ შექმნილმა ცენტრმა „დოსიემ“ 10 იანვარს წარმოადგინა გამოძიების შედეგები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (ცარ) სამი რუსი ჟურნალისტის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე. გამოძიების დასკვნის თანახმად, ორხან ჯემალის, ალექსანდრ რასტორგუევისა და კირილ რადჩენკოს დახოცვაში წვლილი მიუძღვით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ჟანდარმერიის თანამშრომლებს და რუსებს, რომლებიც კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის, ერთ-ერთ სტრუქტურაში მუშაობდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG