Accessibility links

site logo site logo

ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს


კვირას ესტონეთში ტარდება საპარლამენტო არჩევნები. იუწყებიან, რომ ამომრჩეველთა 40%-მა ვადამდე მისცა ხმა, მათ შორის ინტერნეტით, რადგან 2005 წლიდან ესტონეთში ნებადართულია ელექტრონული ხმის მიცემა.

ქვეყნის პარლამენტის 101 მანდატისათვის 10 პარტია იბრძვის. წინასწარი მონაცემებით, აბსოლუტური ფავორიტი არავინაა, მაგრამ გამარჯვებაზე პრეტენზიას სამი პარტია აცხადებს.

პირველ ადგილს, მრავალი გამოკითხვა, უწინასწარმეტყველებს რეფორმების ლიბერალურ პარტიას, რომელსაც სათავეში უდგას ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი კაია კალასი. მას მეტოქეობას უწევს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ იური რატასის ცენტრისტული პარტია, რომელსაც ტრადიციულად ხმას აძლევს ესტონეთის მრავალი რუსულენოვანი მოქალაქე.

არჩევნების წინ მკვეთრად გაიზარდა მემარჯვენე-პოპულისტური ესტონეთის სახალხო-კონსერვატიული პარტიის პოპულარობა. პარტიას, რომელიც ევროსკეპტიკური პოზიცია უკავია, ხმების 20-ი პროცენტის მიღებას უწინასწარმეტყველებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG