Accessibility links

site logo site logo

“თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები პარლამენტში ორშაბათს ისევ მივლენ


4 მარტს პარლამენტში ისევ დაიგეგმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკომიტეტო მოსმენა. „თიბისი ბანკის" დამფუძნებლები პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე არიან მიწვეული.

მოსმენის პირველი მცდელობა 26 თებერვლის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ჩაიშალა. სხდომის მთავარი სტუმარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე იყო.

„დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა არ შედგა და არ მომეცა საშუალება გამოვსულიყავი და მეთქვა ჩემი სათქმელი. ჩვენ მზად ვართ შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში კიდევ ერთხელ მივიდეთ, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია საჯარო ტრიბუნიდან“, - წერდა ხაზარაძე 26 თებერვალს.

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის სავარაუდო მონაწილეობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG