Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტში მოუსმენენ ზურაბ აბაშიძეს


საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 4 მარტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს მოუსმენს. კომიტეტის სხდომაზე ასევე მიწვეულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენა შემდეგ თემებთან დაკავშირებით გაიმართება: ოკუპირებული ტერიტორიები, არაღიარების პოლიტიკა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, და აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატი.

ცოტა ხნის წინ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა 27 თებერვალს პრაღაში კარასინ-აბაშიძის შეხვედრის მორიგი რაუნდის დაწყების წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას.

„ჩემი მესიჯი არის იგივე - მიუხედავად სირთულეებისა უნდა განვაგრძოთ ურთიერთობების განვითარება და ასევე მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რაც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისათვის“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG