Accessibility links

site logo site logo

პროკურატურამ შესაძლოა, "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორიც გამოკითხოს


"თიბისი ბანკი"

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე შესაძლოა, გამოიკითხოს ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე - ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იუწყება.

სააგენტოს პროკურატურაში უთხრეს, რომ გამოიკითხება ყველა ის პირი, ვინც საქმესთან შემხებლობაშია, თარიღს კი საზოგადოებას დამატებით აცნობებენ.

„თიბისი ბანკში“ არ ფლობენ ოფიციალურ ინფორმაციას გამოკითხვაზე ვახტანგ ბუცხრიკიძის დაბარების შესახებ.

პროკურატურაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ეხება „თიბისი ბანკში“ 2008 წელს განხორციელებულ ერთ-ერთ ფინანსურ ოპერაციას.

საქმეში ფიგურირებენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თუმცა, მათ ბრალდებულის სტატუსი არ აქვთ და გამომძიებლების მიერ მოწმის სტატუსით არიან დაკითხულნი.

ხაზარაძე და ჯაფარიძე აცხადებენ, რომ ფინანსური ოპერაცია, რომელსაც პროკურატურა იძიებს სრულიად კანონიერი იყო და ეჭვი „ფულის გათეთრების“ შესახებ აბსურდულია. მამუკა ხაზარაძემ ბოლო ხანს არაერთხელ თქვა, რომ დისკრედიტაციის და ზეწოლის კამპანია მიმდინარეობს, თუმცა, ვისგან არ დაუკონკრეტებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG