Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაზარაძე: წერილში ლაპარაკია კონკრეტულ ქმედებებზე, უკავშირდება წინასაარჩევნო თემებს


მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე

„წერილში ლაპარაკია კონკრეტულ ქმედებებზე, თუ რა უნდა განვახორციელოთ და თუ არ განვახორციელებთ... ძირითადად უკავშირდება საარჩევნო, წინასაარჩევნო თემებს“, - ასე აღწერს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე იმ წერილის შინაარსს, რომელიც მისი თქმით, შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო:


„არ დაგტოვებთ ინფორმაციის გარეშე. ყველა სიტყვაზე აღებული მაქვს სრული პასუხისმგებლობა. ვიცი ამას რაც მოჰყვება. ალბათ დამიბარებენ პროკურატურაში. პრობლემა არ არის. ჩემი პასუხისმგებლიანი გამოსვლა გაგრძელდება, რადგან ეს სიტუაცია არის შესაცვლელი“.

მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის განმარტებით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გამოიკითხება და როდესაც ის დაადასტურებს მის მიერ გახმოვანებულ ბრალდებას მუქარაზე, მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG