Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველო" შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს


„ევროპული საქართველო“ ითხოვს პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიერ „თიბისი ბანკის“ ათი წლისწინანდელი ოპერაციის შემოწმების კანონიერებას.

გარდა ამისა, „ევროპული საქართველო“ პარლამენტში იბარებს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას.

„დღეს საჯაროდ მოვისმინეთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში იკვეთება ძალიან მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა უკანონო და სისხლისსამართლებრივი ქმედებებისთვის“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, გახარიამ პასუხი უნდა გასცეს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო მუქარის წერილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG