Accessibility links

site logo site logo

გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა უმრავლესობა დატოვეს და „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდნენ


"მე და მირიან წიკლაური გავაგრძელებთ საქმიანობას ერთიანი საპარლამენტო ფრაქციის ფარგლებში, რომელიც იქნება „პატრიოტებთან“ ერთად", - განაცხადა დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა.

გია ჟორჟოლიანის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ფრაქციის რამდენიმე წევრი ტოვებს და ისინი უერთდებიან ,,პატრიოტთა ალიანსს” .

„უმრავლესობას მე და ჩვენი ფრაქციის სხვა წევრებიც ტოვებენ და ალბათ, სხვებიც დატოვებენ. მე და მირიან წიკლაური გავაგრძელებთ საქმიანობას ერთიანი საპარლამენტო ფრაქციის ფარგლებში, რომელიც იქნება „პატრიოტებთან“ ერთად. ეს ფრაქცია იქნება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და სოციალ-დემოკრატები. ასეთი ახალი ფრაქცია დაიწყებს ფუნქციონირებას დღეიდან პარლამენტში”, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG