Accessibility links

site logo site logo

"ევროპულმა საქართველომ" საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი დაკარგა


ოპოზიციურმა პარტიამ “ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი 4 მარტს დაკარგა მას შემდეგ, რაც უმრავლესობა დატოვა კიდევ ორმა დეპუტატმა - გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა.

პარლამენტის რეგლამენტით, უმცირესობა იმ შემთხვევაში ფორმირდება, თუკი მასში ერთიანდება უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების ნახევარზე მეტი.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში უმცირესობა 20 დეპუტატისგან შემდგარი “ევროპული საქართველოს“ წევრებით იყო წარმოდგენილი.

საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან დეპუტატების გასვლამდე, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ სულ 14 დეპუტატი იყო. მათ რიგებს ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და 4 მარტს უკვე გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური შეემატნენ. შედეგად, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ 41 დეპუტატი აღმოჩნდა.

ამგვარმა გადაადგილებამ “ევროპულ საქართველოს“ უმცირესობის სტატუსი დააკარგვინა.

შესაბამისად, უმცირესობის ლიდერის თანამდებობას კარგავს დავით ბაქრაძე. “ევროპული საქართველო“ სასესიო და საკომიტეტო განხილვებისას, სიტყვით გამოსვლის იმ დამატებით შესაძლებლობას კარგავს, რაც მათ უმცირესობის დროით ჰქონდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG