Accessibility links

site logo site logo

ჩეხეთში არ შეუშვეს რუსეთის სამთავრობო დელეგაციის ერთ-ერთი წევრი


ჩეხეთის რესპუბლიკაში არ შეუშვეს რუსეთის სამთავრობო დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, რომელიც სხვებთან ერთად ახლა რუსეთის მრეწველობის მინისტრ დენის მანტუროვს. ამის შესახებ იუწყება ჩეხური გამოცემა Deník N, ჩეხეთის დიპლომატიური უწყების რამდენიმე წყაროებსა და სპეცსამსახურებზე დაყრდნობით. დელეგაციაში შემავალი რუსეთის მოქალაქე პრაღის აეროპორტში დააკავეს და შემოწმების შემდეგ, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უკან მოსკოვში გაამგზავრეს.

გამოცემის წყაროს მტკიცებით, დაკავებული, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის დაზვერვასთან, აღმოჩნდა „არასასურველ პირთა“ სიაში, რომლებსაც ეკრძალებათ ჩეხეთში შესვლა.

რუსეთის დელეგაცია მინისტრ დენის მანტუროვის ხელმძღვანელობით ჩეხეთში ჩამოვიდა სამდღიანი მოლაპარაკებების გასამართავად ვაჭრობისა და მრეწველობის საკითხებზე

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG