Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვუჩიჩის თქმით, ბელგრადი ვერ აღიარებს კოსოვოს, თუ თავადაც არ მიიღებს რამეს


ალექსანდარ ვუჩიჩი
ალექსანდარ ვუჩიჩი

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადი „ვერ აღიარებს კოსოვოს“ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მანამდე, სანამ სერბეთიც რამეს არ მიიღებს სანაცვლოდ პრიშტინისგან უფრო ფართო გარიგების ფარგლებში. ვუჩიჩმა ეს განცხადება გააკეთა იტალიურ საინფორმაციო სააგენტო ანსასთვის მიცემულ ინტერვიუში, იტალიაში ვიზიტის დაწყების წინ. სერბეთის სააგენტო ბეტას ცნობით, ვუჩიჩის განცხადება არასრული სახით გამოაქვეყნა ანსამ და ამის გამო გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ვუჩიჩმა მინიშნება გააკეთა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების გზაზე წინსვლის შესახებ. კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG