Accessibility links

site logo site logo

ევროსაბჭო: საქართველომ ბოლომდე არ შეასრულა რეკომენდაციები რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ


ევროსაბჭოს რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებამ (ECRI) გამოაქვეყნა დასკვნა საქართველოს ხელისუფლების მიერ უწყებისგან2016 წელს გაცემული პრიორიტეტული რეკომენდაციების შესრულების შესახებ.

მთლიანობაში გაცემული იყო 23 რეკომენდაცია, რომელთაგან ორი პრიორიტეტული რეკომენდაციის შესასრულებლად თბილისს მიეცა ორწლიანი ვადა.

კერძოდ, ECRI -მ საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზა პოლიციის სპეციალიზებული ქვედანაყოფის ფარგლებში, რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური დანაყოფის შექმნა, რაც ევროსაბჭოს უწყების თანახმად, მხოლოდ ნაწილობრივ არის შესრულებული.

მეორე პრიორიტეტული რეკომენდაცია შეეხებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ რელიგიათა საბჭოს გაფართოებას. ECRI -ი მიიჩნევს, რომ ეს რეკომენდაცია შეუსრულებელია.

ინფორმაციას ამის შესახებ 5 მარტს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG