Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი: ეკა ბესელია შეიძლება იყოს ვიღაცის იარაღი


„მაქვს განცდა, რომ ეკა ბესელია შეიძლება, იყოს ვიღაცის იარაღი,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა.

"ძალიან აუხსნელია ჩემთვის ეკა ბესელიას ქმედებები. ისეთი განცდა დამრჩა, რომ მთლად თავისუფალი არ არის, ან რაღაცაშია პრობლემა. მე გიზიარებთ ჩემს განცდებს. აღარ მაქვს კომუნიკაცია ეკასთან, დღეს მქონდა მიმოწერა. მომწერა, რომ მიესალმება ჩემს მობრუნებას. მაქვს განცდა, რომ ეკა ბესელია შეიძლება იყოს ვიღაცის იარაღი. როდესაც აყენებ მოთხოვნას, რომ გინდა იდეალური იყოს ყველაფერი, არ იქნება იდეალური, არც ერთი მთავრობა და პარტია არ იქნება იდეალური“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განმარტებით პარტიაში მიმდინარე პროცესები პარტიაში უნდა დარჩეს,პარტიაში განხილული თემების გარეთ გამოტანით არ შეიძლება „შენი მტრის წისქვილზე დაასხა წყალი“.

„ეკა ბესელია ბოლომდე ძალიან ერთგულად იდგა ჩვენი გუნდის სადარაჯოზე. ჩემთვის მტკივნეულია პროცესი, რაც დაიწყო. ძალიან გული დამწყდა, რომ ასე განვითარდა პროცესები. ეს არ არის ტრაგედია ჩვენი პარტიისთვის, ჩვენ გვაქვს სხვა გეგმები, რომელსაც ძალიან მალე იხილავთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG