Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პარლამენტს პირველად მიმართავს


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე კონსტიტუციით გათვალისწინებული მოხსენებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს. ეს იქნება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის პირველი გამოსვლა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოდიან უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერები და თავმჯდომარეები იმ ფრაქციებისა, რომლებიც არ არიან უმრავლესობის, ან უმცირესობის შემადგენლობაში.

პარლამენტის დღევანდელ სხდომას ბოიკოტს უცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია. მისი თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, პროტესტის მიზეზია არჩევნების გაყალბება, ძალადობა და მოსყიდვა.

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მთავრობის წევრები.

პარლამენტის სხდომა 12 საათზეა დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG