Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი უკვე ოთხჯერ აჟღერდა


ნუგზარ წურწუმია
ნუგზარ წურწუმია

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა შორის ჯერ მედლები ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდა და აქედან ოთხში ევროპის ჩემპიონის ტიტული საქართველოს ნაკრების წევრებმა მოიპოვეს, მეხუთე წონაში კი ქართველი მოჭიდავე ბრინჯაოს დაეუფლა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლევან ქავჟარაძე (63 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ), ხოლო მესამე საპრიზო ადგილი ბექა მამუკაშვილმა (77 კგ) დაიკავა.

ბერძნულ-რომაულში დარჩენილ ხუთ წონაში საპრიზო სამეულები დღეს შეივსება და საქართველოს ნაკრების წევრებს შეუძლიათ საერთო მარაგს კიდევ ოთხი მედალი მიამატონ. რამაზ ზოიძემ (72 კგ) და გიორგი მელიამ (97 კგ) წინასწარი ეტაპი წაუგებლად გაიარეს, ფინალში გავიდნენ და უმაღლეს ტიტულს თითო გამარჯვება აშორებთ. ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ) და გიორგი კურტანიძე (67 კგ) კი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებს 115 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ რუსეთს 38 ქულით უსწრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG