Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CO-ს დაგროვების შედეგად თბილისში ერთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი მოიწამლა


კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაადასტურა, რომ გლდანის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ბინაში მხუთავი აირის CO-ს დაგროვება იყო. ამავე ბინაში უგონოდ აღმოაჩინეს კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოში გადაიყვანეს.

კომპანიის ინფორმაციით, ნაქირავებ ბინაში, სადაც უბედური შემთხვევა გასულ ღამით მოხდა, დამონტაჟებული იყო აკრძალული, ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი და მისი საკვამლე მილი მიერთებული იყო კორპუსის სავენტილაციო არხზე, რამაც გამოიწვია CO-თი ამავე კორპუსის პირველ სართულზე მცხოვრები ორი ადამიანის მოწამვლაც.

„ყაზტრანსგაზის“ განცხადებით, „CO-თი მოწამვლის და გარდაცვალების შემთხვევების 70% გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება, რადგან ბინის მეპატრონეები ნაკლებად იცავენ უსაფრთხოებას იქ, სადაც თავად არ ცხოვრობენ, რაც დანაშაულია.“

კომპანია აფრთხილებს გაქირავებული და დაგირავებული ბინების მფლობელებს, სასწრაფოდ მოხსნან ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები და გაზგამათბობლები და ნუ გამოიყენებენ კორპუსის სავენტილაციო არხებს საკვამლე მილების დასაერთებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG