Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: უმუშევრობა საზოგადოების მძიმე ტვირთია


„რეგიონები, კულტურა, დიასპორა და საზოგადოების დაუცველი ფენები - ეს პრიორიტეტები დავისახე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინაშე პირველი გამოსვლისას.

მისი სიტყვებით, რეგიონების განვითარება ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედია: „ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტები რეგიონებში უნდა იყოს საზღვარგარეთ ვიზიტებზე უფრო ხშირი და შედეგიანი. თელავში ფიცის დადება ამ პრიორიტეტის ხაზგასმა იყო“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, უმუშევრობა საზოგადოების ძალიან მძიმე ტვირთია და ეს განსაკუთრებით რეგიონებში იგრძნობა.

„ადგილზე ჩასვლით, დავრწმუნდი, რომ ყველგან, ყველა მხარში დევს მისი განვითარების სპეციფიკური გასაღები... მცირე და საშუალო ბიზნესმენები წარმატების მაგალითს იძლევიან“.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ქალი ფერმერების საქმიანობა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართულ ეკონომიკაში მათ თავისი ადგილი უჭირავთ და მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ.

სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლის სრული ტექსტური ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG