Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: ჩვენ არ შევეგუებით ტერიტორიების ოკუპაციას


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო არ ეგუება და არც შეეგუება ტერიტორიების ოკუპაციას, ადამიანების გატაცებებს და მცოცავ ხაზებს, რომელიც ძალადობის და შატნაჟის პოლიტიკის ნაწილია.

„არც იმას ვეგუებით, რომ მოლაპარაკებების ფორმატები დღეს მხოლოდ ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ახლახან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებისას ისაუბრა მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლების აუცილებლობაზე.

„მათ უნდა გააგებინონ რუსეთს, რომ 21-ე საუკუნეში ნულოვანი ჯამის თამაში არავის ინტერესში აღარ არის და აგრესიული პოლიტიკა წარსულში ჩარჩენის გზაა“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას და პროგრამას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ,“ რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობას.

სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლის სრული ტექსტური ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG