Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში იმართება მასწავლებელთა საპროტესტო აქციები


ირანის მასშტაბით მასწავლებლები მესამე დღეა მართავენ აქციებს და აპროტესტებენ დაბალ ხელფასებს და მასწავლებელთა უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტების დაკავებას.

გაფიცვების ორგანიზატორია მასწავლებელთა სინდიკატის მაკოორდინირებელი საბჭო, რომელმაც 5 მარტს განაცხადა, რომ აქციებში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა მასწავლებელმა, თეირანის ჩათვლით ათობით ქალაქიდან. ამავე ცნობით, თეირანში აქციაში მონაწილეთა რიცხვი დაბალია.

სახელმწიფო მედია გაფიცვებს არ აშუქებს და პოლიტიკოსები განცხადებებს არ აკეთებენ. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაპატიმრებების შესახებ, თუმცა წარსულში ანალოგიურ გაფიცვებს მკაცრი პასუხი მოჰყვა მთავრობისგან, მაშინ დააპატიმრეს ან დააკავეს ბევრი მასწავლებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG