Accessibility links

site logo site logo

ჩრდილოეთი კორეა აღადგენს სარაკეტო ობიექტის ნაწილს


ახალი ცნობების თანახმად, ჩრდილოეთმა კორეამ შესაძლოა აღადგინა რაკეტების და სატელიტების გამშვები ობიექტის ნაწილი, რომელიც მან მანამდე დაშალა მას შემდეგ, რაც ამის პირობა დადო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართულ პირველ სამიტზე.

სამხრეთი კორეის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს დეპუტატების სიტყვებს, რომ სამუშაოები მიმდინარეობს ტონჩჰხან-რის ობიექტზე. ამავე ცნობის თანახმად, გამოცვლილ იქნა ობიექტის სახურავი და კარი. სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ში განთავსებულმა ორმა კვლევითმა ორგანიზაციამ.

ცნობების ფონია ტრამპსა და ჩრდილოეთი კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის რამდენიმე დღით ადრე გამართული მეორე სამიტი, რომლის დროსაც მოლაპარაკება ჩაიშალა უთანხმოების გამო იმის შესახებ, თუ რამდენად უნდა შეეზღუდა ჩრდილოეთ კორეას თავისი ბირთვული პროგრამა და რა ხარისხით უნდა მოეხსნა სანქციები ვაშინგტონს. ეროვნული უშიშროების საკითხებში ტრამპის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ ჩრდილოეთ კორეას სანქციებს გაუზრდის, თუ ფხენიანი უარს არ იტყვის თავის ბირთვულ პროგრამაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG