Accessibility links

site logo site logo

მამუკა ხაზარაძის ადვოკატი პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა


„ჩვენი პოზიცია მარტივია, მამუკა ხაზარაძემ გამოძიებას მისცა ჩვენება. როგორც კი გვექნება ექსპერტიზის დასკვნა, გამოძიებას მასაც წარვუდგენთ. ხაზარაძემ გამოძიებას დაუსახელა ის პირები, ვისთანაც ამ წერილზე ისაუბრა იანვარში, მათ შორის ელჩები და ბიზნესმენები. მან დაასახელა ის ორი პირი, ვისაც იმ საღამოსვე ესაუბრა, როცა წერილი მიიღო და ჩემთვის ცოტა გაუგებარია გამოძიების ასე ერთ დღეში შეწყვეტა“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.

ადვოკატის თქმით, პროკურატურას შეეძლო იმ ადამიანების გამოკითხვა, ვისაც ხაზარაძემ ინფორმაცია მიაწოდა, ვინაიდან მათ შესაძლოა გამოძიებისთვის სასარგებლო ინფორმაცია ჰქონოდათ.

რაც შეეხება წერილის გამოქვეყნებას, ხაზარაძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ „ფაქტი დადებითია, ვინაიდან საზოგადოება გაეცნობა, თუ რა წერია იქ“.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ იმ მუქარის წერილის ასლი გამოაქვეყნა, რომელიც მამუკა ხაზარაძის განცხადებით, შს მინისტრისგან მიიღო. პროკურატურის ცნობით, მამუკა ხაზარაძემ გამოძიებასთან არ ითანამშრომლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG