Accessibility links

site logo site logo

მადუროს მთავრობამ ვენესუელიდან გააძევა გერმანიის ელჩი


მარტინ კრინერი

ნიკოლას მადუროს რეჟიმმა გერმანიის ელჩს ვენესუელაში, მარტინ კრინერს მოთხოვა 48 საათში დატოვოს ქვეყნის ტერიტორია.

მადუროს მთავრობამ გერმანელი დიპლომატი დაადანაშაულა ვენესუელის საშინაო საქმეებში ჩარევაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვენესუელისთვის მიუღებელია, რომ უცხოელი დიპლომატი იქცევა როგორც ოპოზიციის ექსტრემისტული ნაწილის შეთქმულების მონაწილე პოლიტიკოსი.

მადუროს რეჟიმის აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 4 მარტს, მარტინ კრინერი სხვა უცხოელ დიპლომატებთან ერთად კარაკასის აეროპორტში დახვდა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ვიზიტის შემდეგ დაბრუნებულ, ვენესუელის დროებით პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა მადუროს მთავრობის გადაწყვეტილებას უწოდა გაუგებარი ნაბიჯი, რომელიც სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს. მაასმა დაადასტურა, რომ გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს ვენესუელის დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG