Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2022 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი განათლების დაფინანსებაზე დაიხარჯება


„განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როდესაც საქართველოში განათლების დაფინანსება გავა მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი ინიციატივის "განათლება - გზა თავისუფლებისაკენ" წარდგენაზე, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, განათლების დაფინანსებას უზრუნველყოფს სპეციალური კანონმდებლობა - „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტი“, რომელიც არსებულ თუ მომავალ მთავრობებს, დაავალდებულებს, რომ სწორედ აღნიშნული მასშტაბის ინვესტიცია განახორციელოს ყოველწლიურად განათლების სექტორში.

„სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში გამოიწვევს კერძო სექტორის მხრიდან ინვესტიციების წახალისებას, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ განათლების სექტორი გახდება ჩვენს ეკონომიკაში დომინანტი სექტორი და ის მიაღწევს 10-11 %-იან წილს. ეს ნიშნავს იმას, რომ ფინეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, სინგაპურთან და სხვა წამყვან სახელმწიფოებთან ერთად საქართველოს გახდება ქვეყანა, რომლის მთავარი პრიორიტეტი არის განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება“, - აცხადებს მამუკა ბახტაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG