Accessibility links

site logo site logo

„ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღებაში შსს-ს თანამშრომელი მონაწილეობდა


ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებული ორი პირიდან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.

ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებს შსს.

უწყების ინფორმაციით, 1964 წელს დაბადებული ო.ხ. ომის ვეტერანია და ის სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში 2004 წლიდან მუშაობს.

ბანკის დაყაჩაღების ფაქტზე ასევე დაკავებულია 1980 წელს დაბადებული გ.ჯ. .

ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და დაუფლების, ასევე ჯანმთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 143-ე, 236-ე, 237-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზუგდიდში, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალთან, ინკასატორები 2 მარტს დააყაჩაღეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიჭრა ინკასატორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG