Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი არ აპირებს გააუქმოს რუსეთთან S-400-ის თაობაზე დადებული გარიგება


პრეზიდენტი ერდოანი
პრეზიდენტი ერდოანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს უარი თქვას რუსეთისგან საჰაერო თავდაცვითი სისტემის S-400- ის შეძენაზე, მიუხედავად ვაშინგტონის წინააღმდეგობისა.

„რაც შეეხება S-400-ს, გარიგება უკვე შედგა და ამ საკითხში უკან დახევაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება იყო... პირიქით, S-400-ის შემდეგ შესაძლოა S-500-ზე გადავიდეთ," - განაცხადა ერდოანმა 6 მარტს ტელეკომპანია „ტვ 24“- თან ინტერვიუში.

5 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კვლავ გააფრთხილა ანკარა, რომ თუ თურქეთის ხელისუფლება გააგრძელებს რუსეთთან მოლაპარაკებებს საჰაერო თავდაცვითი სისტემის შეძენაზე, მაშინ ვაშინგტონი გადახედავს წინადადებას, რომელიც თურქეთს შესაძლებლობას აძლევს იყიდოს ამერიკული F-35-ი ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG