Accessibility links

site logo site logo

ქაბულში აფეთქებისას დაიჭრა პრეზიდენტობის კანდიდატი და დაცვის რვა წევრი


ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლატიფ პედრამი და დაცვის 8 თანაშრომელი დაიჭრა 7 მარტს ქაბულის დასავლეთ ნაწილში მომხდარი აფეთქებების შედეგად. პედრამმა, ეთნიკურმა ტაჯიკმა, რომელიც ნაციონალური კონგრესის პარტიის ლიდერია, მიღებული მსუბუქი ჭრილობების თაობაზე ინფორმაცია ფეისბუკში გაავრცელა.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რამდენიმე რაკეტა დაეცა იმ ადგილის მახლობლად, სადაც შიიტი მუსლიმები იყვნენ შეკრებილი მათი ლიდერის წლისთავის აღსანიშნავად.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

7 მარტს ავღანეთში მცხოვრები შიიტები აღნიშნავდნენ მათი სასულიერო ლიდერის აბდულ ალი მაზარის გარდაცვალების მორიგ წლისთავს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების თავკაცი აბდულა აბდულა.

ბოლო დღეებში ავღანეთში იმატა ექსტრემისტების თავდასხმების ინტენსივობამ. 6 მარტს 17 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა, სამი თვითმკვლელი მოიერიშის მიერ ქალაქ ჯალალაბადის აეროპორტის მახლობლად ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაზე განხორციელებული იერიშის დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG